Wednesday, May 28, 2008

ცოტა რამ მაკედონელის შესახებ


სამი გამოთქმა, რომელსაც ასწლეულების მანძილზე ორატორები იყენებდნენ: კროსოსივით მდიდარი; მიველ, ვნახე, დავამარცხე; გორდენის ნასკვის გადაჭრა. პირველი ეკუთვნის ლიდიის მეფეს, მეორე_ იულიუს კეისარს, რომელის უკავშირდება მცირე აზიაში ბრძოლას ჩ.წ.ა.-მდე 47 წელს, როცა მან დაამარცხა პონტოს მეფე; უკანასკნელი გამონათქვამი კი უკავშირდება ანტიკური ფრიგიის ლეგენდას, რომლის დედაქალაქი იყო გორდიონი.
გორდონის ნასკვთან დაკავშირებული წინასწარმეტყველება ამტკიცებდა, რომ ვინც პირველი გახსნიდა ამ რთულ ნასკვს, ის დაიპყრობდა მთელს აზიას. ალექსანდრე მაკვედონელმა მარტივად გადაწყვიტა ეს საკითხი. მან გახსნის მაგივრად ნასკვი გადაჭრა.
სასიყვარულო სამკუთხედი: ალექსანდრე, პანკასპე დააპელესი. ალექსანდრე ისეთ თაყვანს სცემდა თავისი სატრფოს (პანკასპეს) სილამაზეს, რომ მისი შიშვლად დახატვა ბრძანა. მოგვაინებით აღმოჩნდა, რომ მხატვარს_აპელეს, დავალების შესრულების დროს ქალი შეყვარებია. ალექსანდრემ მეგობარს თავისი სატრფო საჩუქრად შესთავაზა, ამ ქმედებით მან თავისი თავი დაამარცხა და მეგობარს აჩუქა არა მარტო სარეცლის გამყოფი, არამედ საკუთარი ვნებაც. ის სრულებით არ განიცდიდა ქალის სინანულს, იმის გამო, რომ ერთ დროს მონარქის სატრფო მხატვრის საკუთრებად იქცა. გადმოცემის თანახმად, პანკასპე იყო სწორედ ის, რომლის მიხედვითაც დაიხატა აფროდიტე ანადიომენე.
* * *
იმ დღეს, როდესაც ალექსანდრე დაიბადა ეფესოში დიდი საშინელება ტრიალებდა, იწვოდა დიანას ტაძარი. ყველა აღმოსავლელი წინასწარმეტყველი, რომელიც მაშინ ეფესოში იმყოფებოდა ამ განსაცდელს დიდი უბედურების მომასწავებლად აღიქვამდა.ქალაქი ქაოსს მოეცვა, ყველანი ქუჩებში დარბოდნენ, სახეს იხოკავდნენ და ყვიროდნენ, რომ ეს დღე მთელი აზიისთვის საბედისწერო იყო. ალექსანდრეს დაბადებას დაემთხვა პარმენიოს გამარჯვება ილირანელებზე და ფილიპეს დოღის ცხენის გამარჯვება ოლიმპიურ თამაშებზე. წინასწარმეტყველებმა ფილიპეს მოახსენეს, რომ ვაჟი, რომელიც ასთე მიღწევებთან ერთად დაიბადა, არ შეიძლებოდა რომ უძლეველი არ გამხდარიყო
გენერალი პარმენონი ცნობილი სახე იყო მაკედონელის არმიის. ფილიპეს დროს მას არცერთი ბრძოლა არ წაუგია. სპარსეთის მეფე დარიოსმა ალექსანდრეს წერილი გამუგზავნდა სადაც ის ოჯახის წევრების გამოსყიდვის მიზნით 10000 ტალენტს და ეფრატის დასავლეთ ნაწილს თავაზობდა ალექსანდრეს. გენერამლა პარმენონმა ალექსანდრეს ურჩია მიეღო შეთავაზება. ცნობილი ფრაზა: პარმენონი _ მე დავთანხმდებოდი ალექსანდრე რომ ვიყო, _ მეც, პარმენონი რომ ვიყო იყო ალექსანდრეს პასუხი.
აღნაგობა
ზოგად წარმოდგენას მის გარეგნობაზე ლიტერტურა და შემორჩენილი მონუმენტები გვიქმნიან. ის ათლეტური აღნაგობის იყო. საშუალო სიმაღლის. თეთრი და წითელი შეფერილობის სახით. მუდამ მოელვარე თვალებით. შუბლზე დაყრილი თმით ლომს ამსგავსებდნენ. თავს მუდამ გვერდზე მოღერებულად ატარებდა. მას მუდამ თავისი ერთგული ბუციფალით მიუძღვოდა.
ალექსანდრეს ხასიათი
ალექსანდრეს მოქმედებები ინსპირირებული იყო. ერთი ღმერთის, ერთი ნახევარღმერთის, ერთი გმირისა და ერთიც მონარქის მიერ. დიონისე _ ღვთაებრივი, ჰერკულესი _ ღმერთკაცი, აქილევსი _ გმირი, კიროსი _ სპარსეთის მეფე. მის თითოეულ მოქმედებას ჰომეროსის სული წარმართავდა, რომელსაც სიზმარში ხედავდა ხოლმე. მისი საბრძოლო სახელმძრვანელო ილიადა იყო. იგი აქილევსის მსგავსად დიდი მებრძოლი და ექსტრემალური სიტუაციის მოყვარული იყო. ჰერკულესივით შეეძლო ტკივილის, შიმშილის, წყურვილის, სიცხის, სასოწარკვეთისა და ტანჯვის ატანა. დედამისმა ბავშობიდანვე აზიარა დიონისეს საიდუმლო კულტს, რომლისგანაც განსაკუთრებული სიმარდე და თავგადასავალის სიყვარული მიენიჭა.ი გი აღმერთებდა სპარსეთის იმპერიის დამაარსებელ კიროს დიდს. კიროსივით პატივს სცემდა დომინიონთა ( გაბატონებული ხალხების) რელიგიასა და ტრადიციას. ილიადას არსი მასში ორი _ ეპიკურ და კეთილშობილური ვნების, ცოფიანი სიბრაზის და გულმოწყალე მეგობრის თვისებებს აერთიანებდა. ასეთი მრავალფეროვანი სულის ერთ სხეულში არსებობა რთულიც იყო და სახიფათოც.
ალექსანდრე მაკედონელი დაიბადა ჩ,წ,ა._მდე 356 წელს. ის ფილიპეს II და ოლიმპიადას ვაჟი იყო. ბავშვობიდანვე ბრწყინვაე განათლება მიიღო. მისი აღმზრდელი ცნობილი ფილოსოფოსი არისტოტელე იყო. ფილიპე II სიკვდილს შემდეგ ტახტზე ალექსანდრე ადის და მამის ჩანაფიქრს _ შეეღწია მცირე აზიაში, მცირე წინააღმდეგოგებით ლახავს. მან ქალაქ ისამდეც (ჩრდ.სირია) მიაღწია სადაც სპარსულ ჯართან მოუხდა შეტაკება, რომელსაც თავად მეფე დარიოს III ხელმძღვანელობდა. მიუხედავად იმისად რომ სპარსთა ჯარი 6 ჯერ აღემატებოდა ალექსამდრეს ლაშქარს, ბრძოლა მაინც ალექსანდრეს გამარჯვებით დამთავრდა. დარიოს III ისე გაიქცა ქალაქიდან, რომ ოჯახის წევრებიც კი არ წაუყვანია. ალექსანდრე, რომელიც ტყვედ ჩავარდნილებს სასტიკად ექცეოდა ამ შემთხვევაში შემწყნარებლური აღმოჩნდა და ბრძანა მეფის ოჯახის წევრებს მოპყრობოდნენ ისე , როგორ ეს მათ შეეფერებოდათ. 332 წელს, მან დაიწყო ქ. ალექსანდრიის დაარსება, რომელიც მალე ელინური სამყაროს სავაჭრო, სამეცნიერო და კულტურულ ცენტრად გადაიქცა. 330 წლის ბოლოს მან მთელი მცირე აზია და სპარსეთი. მომავალ სამ წელიწადში მან ავღანისტანში, შუა აზიასა და ჩრდილოეთ ინდოეთში გაილაშქრა, სადაც არცერთი ბრძოლა არ წაუგია.
ალექსანდრემდე საბრძოლო სტრაეგია როგორც საბრძოლო ხელოვნება არ არსებობდა. სწორედ მის დროს შეიქმნა ის, რასაც საბრძოლო რეჟისურა შეგვიძლია ვუწოდოთ. 8 წლიანი ბრძოლების შემდეგ, ალექსანდრე კვლავ ახალი ბრძოლების წამოწყებას გეგმავდა, მაგრამ ძალა გამოცლილი მხედრები მას შინ დაბრუნებას თხოვდნენ. დიდი ფიქრის შემდეგ მაკედობელი მათ დათანხმდა. დასავლეთის და აღმოსავლეთის კავშირის გამყარების მიზნით ლექსანდრემ უბრძანა თავის რაზმელებს ცოლად შეერთოთ სპარსი ქალები, თავადაც ასე მოიქცა. კან გამობრუნებულმა მაკედონელმა სახლამდე ვერ ჩაარწია, ის მალარიით დაავადდა და ჩ.წ.ა.მდე323 წელს, 33 წლისასაკში ბაბილონში გარდაიცვალა. ის ისე ღრმად იყო დარწმუნებული თავის ღვთიურ წარმომავლობაში, რომ სიკვდილს არც ფიქრობდა. შესაძლოა, სწორედ ეს გახდა იმის მიზეზი, რომ მან თავის მემკვიდრე არ დაასახელა. ერთ წელიწადში მის მიერ შექმნილი უზარმაზარი იმპერია ნაწილებად დაიშალა და ასებობა შეწყვიტა. ის მიერ შექმნილმა იმპერიამ დიდი სამსახური გაუწია რომის იმპერიის შექმნას და შემდეგ ის მაგალითი გახდა ნაპოლეონისთვისაც.

No comments: