Wednesday, June 4, 2008

ვენის კლასიკური სკოლა.ბეთჰოვენი.


ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი
ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი (Lუდწიგ ვან Bეეტჰოვენ; სავარაუდოდ *16 დეკემბერი, 1770, ბონი; მოუნათლავთ 17 დეკემბერი, 1770, ბონი ― † 26 მარტი, 1827, ვენა) გერმანელი კომპოზიტორი, პიანისტი და დირიჟორი.

დრეული ბიოგრაფია.

ბეთჰოვენი დაიბადა ფლამანდური წარმოშობის კარის მუსიკოსის (მომღერლის) ოჯახში. ადრე ისწავლა კლავესინზე, ორგანზე, ვიოლინოსა და სხვა საკრავებზე დაკვრა. 1781-იდან მუსიკაში მეცადინეობდა ცნობილი კომპოზიტორისა და ორგანისტის კ. ნეფეს ხელმძღვანელობით. პირველი ნაწარმოები შექმნა 1782 (ვარიაციები კლავირისათვის ე. დრესლერის მარშის თემებზე). 1787 ახალგაზრდა ბეთჰოვენი ეწვია ვენას, სადაც ცოტა ხანს მოცარტთან მეცადინეობდა. 1789 ისმენდა ფილოსოფიის ლექციებს ბონის უნივერსიტეტში. 1792-იდან კი სამუდამოდ დასახლდა ვენაში. აქ კომპოზიციის ოსტატობას სრულყოფდა ი. ჰაიდნის ხელმძღვანელობით. მისი მასწავლებლები იყვნენ აგრეთვე ი. ალბრეხრსბერგერი და ა. სალიერი. ბეთჰოვენმა მალე მოიპოვა აღიარება როგორც ვენის საუკეთესო პიანისტმა და კომპოზიტორმა. 27 წლისას დაეტყო სიყრუის ნიშნები, დაავადება სწრაფად ვითარდებოდა, რაც კომპოზიტორისათვის მძიმე სულიერ ტრავმად იქცა. ბეთჰოვენის შემოქმედებითი მოღვაწეობის პირველი პერიოდი მთავრდება 1802 წელს. ამ დროისათვის შექმნილი ჰქონდა I (დო მაჟორი, 1800) და II (რე მაჟორი, 1802) სიმფონიები, 17 საფორტეპიანო სონატა, მ. შ.: "პათეტიკური" (№ 8, 1799), "სამგლოვიარო მარშით" (№ 12, 1801), "მთვარის" (№ 14, 1801), პირველი სამი საფორტეპიანო კონცერტი (I - 1798, II - 1798, III - 1800), სავიოლინო და სავიოლონჩელო სონატებისა და სომებიანი კვარტეტების ნაწილი, ბალეტი "პრომეთეს ქმნილებანი" (1801)...

შუა პერიოდი.

მეტად ნაყოფიერი გამოდგა ბეთჰოვენის მოღვაწეობის შუა პერიოდი (1803-1812). ამ წლებში დაწერა ისეთი გენიალური ქმნილებები, როგორიცაა მე-3 ("გმირული", მი ბემოლ მაჟორი, 1803), მე-4 ("რომანტიკული", სი ბემოლ მაჟორი, 1806), მე-5 ("ტრაგიკული", დო მინორი, 1808), მე-6 ("პასტორალური", 1808), მე-7 (ლა მაჟორი, 1812) და მე-8 (ფა მაჟორი, 1812) სიმფონიები, მუსიკა გოეთეს ტრაგედიისათვის "ეგმონტი" (1810), ოპერა "ფიდელიო" (1805); უვერტიურები: "კორიოლანი" (1807), "ლეონორა" - №1, №2, №3 (1805-1806), ფანტაზია ფორტეპიანოს, გუნდისა და ორკესტრისათვის (1808); საფორტეპიანო კონცერტები: №4 (1806), №5 (1809) და სხვა.

ბოლო პერიოდი.

1813-1817 ბეთჰოვენი შემოქმედებით დეპრესიას განიცდის. ახალი აღმავლობა იწყება 1818-იდან და გრძელდება თითქმის გარდაცვალებამდე. ამ დროსაა შექმნილი მისი უკანასკნელი 5 საფორტეპიანო სონატა (1816-1822), 5 სიმებიანი კვარტეტი (1823-1826), "საზეიმო მესა" (1823) და მისი შემოქმედების მწვერვალი მე-9 სიმფონია (1824). ცხოვრების უკანასკნელი წლები ბეთჰოვენმა თითქმის სრულ სიმარტოვესა და სიღარიბეში გაატარა.

მემკვიდრეობა.

ბეთჰოვენის ცხოვრებასა და მოღვაწეობას ამოძრავებდა გენიალური შემოქმედებითი ნიჭი, მგზნებარე მეამბოხე ტემპერამენტი და უდრეკი ნებისყოფა. ბეთჰოვენის ქმნილებებში სრულყოფილად გამოიხატა 1789 წლის საფრანგეთის ბურჟიაზიული რევოლუციის იდეური და ემოციური სულისკვეთება და მისწრაფება, რომლის გამოც ბეთჰოვენს საფრანგეთის რევოლუციის "მუსიკალური სინდისი" უწოდეს.ბეთჰოვენი ძირითადად სიმფონიური მუსიკის სფეროში მოღვაწეობდა. მის ცხრა სიმფონიაში ნათლად აისახა კომპოზიტორის შემოქმედებითი ევოლუციის სრული სურათი. ბეთჰოვენის სიმფონიური შემოქმედების პირველი მწვერვალი მე-3 ("გმირული") სიმფონია იმ მძიმე სულიერი კრიზისის შედეგად იშვა, რომელმაც კომპორიტორი ერთხანს თვითმკვლელობის აზრამდეც კი მიიყვანა. ბეთჰოვენის სიმფონიური შემოქმედების მეორე მწვერვალია მე-5 სიმფონია, რომელსაც ზოგჯერ "ტრაგიკულს" უწოდებენ და რომლის ფინალიც ჟღერს როგორც რევოლუციური ჰიმნი - მარში. ბეთჰოვენის სიმფონიზმის გმირული ხაზი გრძელდება მე-7 სიმფონიაში, რომელსაც რ. ვაგნერმა "ცეკვის აპოთეოზი" უწოდა. მე-4 და მე-6 ("პასტორალური") სიმფონიებში მკაფიოდ გამოჩნდა ბეთჰოვენის შემოქმედების რომანტიკული ხასიათი. მე-9 სიმფონია დაიწერა სამიოდე წლით ადრე ბეთჰოვენის გარდაცვალებამდე, იგი ყველაზე რთული, ღრმა და გრანდიოზულია მის სიმფონიებს შორის. გმირის ტრაგედია (I ნახევარი) გადაიზრდება ბედნიერებისაკენ მიმავალი კაცობრიობის კოსმოსურ სიხარულში (ფინალი). აქ კომპოზიტორს გამოყენებული აქვს ფ. შილერის "ოდა სიხარულისადმი" და ფინალი გადაწყვეტილია როგორც ვოკალურ-სიმფონიური ჟანრის კომპოზიცია (კანტატა), რაც პირველი შემთხვევაა სიმფონიური მუსიკის ისტორიაში.დიდია ბეთჰოვენის უვერტიურების, პირველ რიგში - "ეგმონტის", "კორიოლანის" და "ლეონორას" მნიშვნელობა პროგრამული სიმფონიური მუსიკის ისტორიაში. ისტორიული როლი შეასრულა ბეთჰოვენის ინსტრუმენტულმა კონცერტებმა (განსაკუთრებით გამოირჩევა მე-4 და მე-5 საფორტეპიანო და სავიოლინო კონცერტები), რომლებიც შინაარსის სიღრმითა და მასშტაბებით წარმოადგენს სიმფონიური და საკონცერტო ჟანრების სინთეზს. დიდი ფორმის სხვა ნაწარმოებებიდან აღსანიშნავია გრანდიოზული "საზეიმო მესა" (1823), რომელიც თავისი ჩანაფიქრით უახლოვდება მე-9 სიმფონიას. ბეთჰოვენის ერთადერთი ოპერის "ფიდელიოს" (დაიდგა 1805, ვენა, მე-2 რედაქცია - 1806, მე-3 - 1814) თემაა ტირანიის წინააღმდეგ ბრძოლა. გმირულ თემას ეძღვნება ბეთჰოვენის ბალეტი "პრომეთეს ქმნილებანი" (ს. ვიგანოს დადგმა, 1801).დიდი მნიშვნელობა ენიჭება ბეთჰოვენის კამერულ-ინსტრუმენტულ მუსიკას (32 საფორტეპიანო და 10 სავიოლინო სონატა, 16 სიმებიანი კვარტეტი, 7 საფორტეპიანო ტრიო; 32 ვარიაცია ფორტეპიანოსათვის და სხვა). საფორტეპიანო სონატები - "პათეტიკური", "მთვარის", "აპასიონატა", სავიოლინო - "კროიცერის სონატა" ჩანაფიქრის მასშტაბურობით, მძაფრი დრამატიზმით, გამომსახველ ხერხთა ნოვატორული სითამამით ამ ჟანრის მწვერვალებს წარმოადგენს. №28-32 სონატებითა და 12-16 კვარტეტებით ბეთჰოვენი გზას უკაფავს მუსიკალურ რომანტიზმს. ხსენებული კვარტეტების გარდა აღსანიშნავია სამი ე. წ. "რუსული კვარტეტი" (თხზ. 59), რომელიც დაიწერა ვენაში რუსეთის ელჩის ა. რაზუმოვსკის შეკვეთით. ბეთჰოვენის ვოკალური მემკვიდრეობა მოიცავს 91 სიმღერას, 70-ზე მეტ გუნდს, ვოკალურ ანსამბლებს, მის მიერ დამუშავებულ სხვადასხვა ხალხთა სიმღერებს (188) და სხვა. კომპიზიტორის თხზულებათა პირველი სრული კრებული (25 ტომი) გამოვიდა ლაიფციგში 1864-1888, დამატებითი ტომების გამოსვლა ახლაც გრძელდება.

ტრადიცია საქართველოში.

დიდი ტრადიცია აქვს ბეთჰოვენის ნაწარმოებათა შესრულებას საქართველოში. მისი საფორტეპიანო კონცერტები და სონატები პირველი ქართველი პიანისტის ა. მიზანდარის რეპერტუარში შედიოდა. ქართულ საშემსრულებლო ხელოვნების ისტორიაში შევიდა 1927 წლის 4 აპრილი თბილისში ბეთჰოვენის გარდაცვალების 100 წლისთავზე გამართული კონცერტი: "ახალგაზრდა ქართველ მუსიკოსთა საზოგადოების" სიმფონიურმა ორკესტრმა ი. ფალიაშვილის დირიჟორობით საქართველოში პირველად შეასრულა ბეთჰოვენის მე-9 სიმფონია. ანასტასია ვირსალაძემ 30-იან წლებში შეასრულა მე-4 და მე-5 საფორტეპიანო კონცერტები. ფართოდ აღინიშნა საიუბილეო თარიღები 1950 (სიმფონიური კონცერტების ციკლი ო. დიმიტრიადის დირიჟორობით) და 1970, როდესაც პიანისტმა ნ. გაბუნიამ პირველად ქართულ საშემსრულებლო ხელოვნების ისტორიაში შეასრულა ბეთჰოვენის 32-ვე სონატა, ხოლო ე. ვირსალაძემ - კომპოზიტორის ხუთივე საფორტეპიანო კონცერტი.

ვენის კლასიკური სკოლა.მოცარტი.


ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი.
ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი (დ. 27 იანვარი, 1756, ზალცბურგი — გ. 5 დეკემბერი, 1791 ვენა), ავსტრიელი კომპოზიტორი, ვენის კლასიკური სკოლის წარმომადგენელი. მოცარტის ნაწარმოებები უმნიშვნელოვანესია მუსიკალური სამყაროსთვის და შედის ყოველი მუსიკოს-შემსრულებლის რეპერტუარში.ბიოგრაფია ბავშვობა მოცარტი დაიბადა ზალცბურგის კარის კაპელმაისტერის და კომპოზიტორის, ლეოპოლდ მოცარტისა და ანა მარია პერტლის ოჯახში. მან პირველი გაკვეთილები ვიოლინოს, ფორტეპიანოს და კომპოზიციაში მამასთან მიიღო. იგი გამოირჩეოდა განსაკუთრებული მუსიკალური ტალანტით, ხუთი წლის ასაკში მან უკვე რამდენიმე პატარა მუსიკალური ნაწარმოები შეთხზა. ოთხი წლის მოცარტი უკვე უკრავდა ფორტეპიანოზე, ექვსისა კი სერიოზულ ნაწარმოებებს ასრულებდა. ექვსი წლის ასაკში იგი შესანიშნავად უკრავდა ვიოლინოზე და ფორტეპიანოზე. მოცარტის და ნანერლი და თვით მოცარტი 1762 წლიდან უკვე მართავდნენ კონცერტებს ვიოლინოსა და ფორტეპიანოსათვის. ბავშვების დიდმა წარმატებამ მიუნხენის კარზე მტკიცედ გადააწყვეტინა ლეოპოლდ მოცარტს, რომ საჭირო იყო მოცარტის უფრო დიდ ასპარეზზე გაყვანა. მან 1763 წელს მთელი ოჯახით, დიდი მოგზაურობა დაიწყო, რომელიც სამ წელზე მეტს გრძელდებოდა. ისინი გაემგზავრნენ დასავლეთ ევროპაში ძირითადად კი იტალიაში, იქ მოცარტი გახდა საქვეყნოდ ცნობილი გენიოსი.ეს იყო მათი პირველი მოგზაურობა ევროპაში. ამ ტურნეში შედიოდა ევროპის მრავალი დიდი ქალაქი: მიუნხენი, აუგსბურგი, ლუდვიგსბურგი, ჰაიდელბერგი, მაინცი, ფრანკფურტი, კობლენცი, კიოლნი, ბრიუსელი, პარიზი, ვერსალი, ლონდონი, ამსტერდამი, ლიონი, ჟენევა, ბერნი, ციურიხი, ულმი და ისევ მიუნხენი, სადაც ბავშვები საგრაფო კარებზე და მუსიკალურ აკადემიებში მუზიცირებდნენ.ამ მოგზაურობის დროს შეიქმნა პირველი სონატები ვიოლინოსა და ფორტეპიანოსათვის და ასევე პირველი სიმფონია Eს-Dურ(KV 16).იგი ლონდონში ეცნობა იტალიურ ოპერას და სიმფონიას.ზალცბურგში დაბრუნების შემდეგ, სხვა კარის მუსიკოსებთან ერთად ქმნის პირველ ოპერას.
პირველი მოგზაურობა ვენაში და იტალიაში 1766-1771
1766 წელს ოჯახი მიემგზავრება ვენაში, მაგრამ ეპიდემიის გამო უწევთ ვენის დატოვება და თავს ოლომოუცში აფარებენ. 1768 წელს ბრუნდება მოცარტი ვენაში და ქმნის ზინგშპილი "ბასტიენ და ბასტიენა" (KV 50) და ოპერა-ბუფა "Lა ფინტა სემპლიცე" (KV 51), რისი პრემიერაც მიუხედავად კაიზერ ფრანც I-ის შეკვეთისა არ შედგა, "იტალიური პარტიის" ინტრიგების გამო.1769 წლის დეკემბერში მოცარტი მამასთან ერთად იწყებს შემდეგ ტურნეს იტალიაში, რომელსაც თავბრუსდამხვევი წარმატება ხვდება.მილანში მან ერთი მოსმენით გრეგორიო ალეგრის ცხრა ხმიანი მიზერერეს პარტიტურა უშეცდომოდ ჩაწერა ნოტებში, როდესაც ამ პარტიტურის გავრცელება ვატიკანისგან სასტიკად იკრძალებოდა.პადრე ჯოვანი ბატისტა მარტინისთან ეუფლებოდა მოცარტი კონტრაპუნქტს. ერთერთი გამოცდის წარმატებულად ჩაბარების შემდეგ მას ბოლონიის ფილარმონიული აკადემია იღებს, სადაც იგი ცნობილ იტალიელ მუსიკოსებს: ჯოვანი ბატისტა სამარტინის, ნიკოლო პიჩინის, პიეტრო ნარდინის და ჯოვანი პაისიელოს ხვდება.1770 წლის 26 დეკემბერს მილანში შედგა მისი ოპერა-სერიის "Mიტრიდატე, ღè დი Pონტო" (KV 87)პრემიერა, რასაც თავისი დიდი წარმატების გამო მალევე მოყვა "შერენატა ტეატრალე Aსცანიო ინ Aლბა" (KV 111, პრემიერა შედგა მილანში 17 ოქტომბრის 1771 წელს) და "Dრამმა პერ მუსიცა Lუციო შილლა" (KV 135, პრემიერა შედგა მილანში 1772/1773 წლების სეზონზე).
ზალცბურგი-მანჰაიმი-პარიზი-ზალცბურგი 1772-1781 .
ზალცბურგში 1772 წელს არქიეპისკოპოსად დაინიშნა ჰიერონიმუს კოლორედო-მანსფელდი, რომელმაც მოცარტი ზალცბურგის კარის კაპელის კონცერტმაისტერად დანიშნა. მიუხედავად ზალცბურგის სამსახურის მკაცრი რეგლამენტისა, მოცარტი არ წყვეტს თავის მოგზაურობას მამასთან ერთად. 1772/1773 წლებში მათი იტალიაში მოგზაურობის დროს შედგა „ლუციო სილას“ (Lუციო შილლა) პრემიერა. 1773 წლის ბოლოს კი მოცარტი ქმნის პირველ საფორტეპიანო კონცერტს. ხანგძლივი პაუზის შემდეგ, 1777 წელს არქიეპისკოპოსთან არასასურველი ურთიერთობის გამო, ინთავისუფლებს თავს მოცარტი ზალცბურგის კარის კაპელისგან.ზალცბურგიდან განთავისუფლების შემდეგ, მოცარტი მიმეზავრება დედასთან ერთად სხვადასხვა ქალაქებში უკეთესი სამუშაოს საძებნელად. მანჰაიმში იგი ეცნობა იმპერატორ კარლ თეოდორს და მის ორკესტრს, რომლის კაპელმაისტერი, ცნობილი კომპოზიტორი ქრისტიან კანაბიჩი მისი ერთგული მეგობარი ხდება(იხ. აგრეთვე მანჰაიმის სკოლა).1778 წელს მამის ინიციატივით მოცარტი პარიზს მიემგზავრება. პარიზში დაიდგა მისი ბალეტი "Lეს პეტიტს რიენს", რასაც დიდი გამოხმაურება არ მოჰყოლია. ამავე წლის ივლისში გარდაეცვალა დედა.1779 წელს მოცარტი ბრუნდება ზალცბურგში. იგი ინიშნება კარის ორგანისტად. მიუხედავად იმპერატორთან კვლავ დაძაბული ურთიერთობისა ამჯერად თითქმის ორი წელი გაატარა მან ზალცბურგში. აქ მან შექმნა "Kრöნუნგსმესსე" (KV 317) და ოპერა "იდომენევსი — კრეტის მეფე" (KV 366).
ვენა 1781-1791 .
1781 წელს მისმა კონფლიქტმა არქიეპისკოპოსთან პიკს მიაღწია. შეუძლებელი გახდა მისი ზალცბურგში გაჩერება და იგი გადადის ვენაში.ზალცბურგის "კლანჭებიდან" განთავისუფლებული მოცარტი ვენაში განაგრძობს ცხოვრება, სადაც იქმნება მისი უმნიშვნელოვანესი ოპერები: 1782 წელს შედგა ვენაში პრემიერა "მოტაცება სერალიდან" (Dიე Eნტფüჰრუნგ აუს დემ შერაილ)(KV 384), რასაც მოჰყვა 1786 წლის 1 მაისს ოპერა ბუფას, "ფიგაროს ქორწინების" (Lე ნოზზე დი Fიგარო)(KV 492) პრემიერა.1787 წლის 29 ოქტომბერს პრაღაში შედგა "დასჯილი გარყვნილი ანუ დონ ჟუანის" (Dონ Gიოვანნი)(KV 527) პრემიერა.1790 წლის 26 იანვარს ოპერა ბუფას "ასე იქცევა ყველა ქალი" (ჩოსი ფან ტუტტე)(KV 588) იდგმება ვენაში. ბოლო სამი ოპერის ლიბრეტოს ავტორია ლორენცო და პონტე.1791 წლის 6 სექტემბერს შედგა ოპერა სერიას "Lა ცლემენზა დი თიტო" (KV 621)პრემიერა პრაღაში და ამავე წლის 30 სექტემბერს უმნიშვნელოვანესი ოპერა "ჯადოსნური ფლეიტა" (Dიე ძაუბერფლöტე)(KV 620) დაიდგა ემანუილ შიკანედერის თეატრში აუფ დერ ჭიედენ.ვენის შემოქმედებაში შედის აგრეთვე მესა ც-Mოლლ(KV 427)(1783), ი. ჰაიდნზე მიძღვნილი 6 კვარტეტი (KV 387, 421, 428, 458, 464, 465)(1785), "ლინცის" სიმფონია(Lინზერ შინფონიე)(KV 425), "პრაღის" სიმფონია(Pრაგერ შინფონიე)(KV 504)(1786) და "მცირე ღამის მუსიკა"(Eინე კლეინე Nაცჰტმუსიკ)(KV 525)(1787), აგრეთვე ბოლო 3 სიმფონია: Eს-Dურ(KV 543), გ-Mოლლ(KV 550) და ჩ-Dურ "იუპიტერის" სიმფონია (ჟუპიტერ-შინფონიე)(KV 551)(1788).
ვენაში 1782/1783 წლებში მოცარტი იცნობს გოტფრიდ ვან სვიტენს, იმპერატორულ ბიბლიოთეკის(დღევანდელ ავსტრიის სახელმწიფო ბიბლიოთეკის) პრეფეკტს, რომელიც მას აცნობს ი. ს. ბახისა და გ. ფ. ჰენდელის ნაწარმოებებს, მანუფაკტურებს. ბაროკოს დროის ნაწარმოებები დიდ გავლენას ახდენს მოცარტის შემოქმედებაზე.1782 წლის 4 აგვისტოს მოცარტი ქორწინდება კონსტანცა ვებერზე, რომელიც მან მანჰაიმში ყოფნის დროს გაიცნო. ექვსი შვილისგან, რომლიც მათ გაუჩნდათ გადარჩა მხოლოდ ორი, კარლ ტომასი და ფრანც ქსავერ ვოლფგანგი. მოცარტის მამა ლეოპოლდ მოცარტი ორჯერ აკითხავს მას ვენაში, 1783 და 1785 წლებში. იგი 1787 წელს გარდაიცვალა.ოპერა "ფიგაროს ქორწინებას" და მის მაშინდელ ოპერებს, რომლებიც ვენაში დაიდგა, წარმატება არ მოჰყოლია. წარმატება მის ოპერებს პრაღაში მოჰყვა. მაგრამ ეს მის მატერიალურ მდგომარეობას ვერ შველიდა. მოგვიანებით "ჯადოსნურმა ფლეიტამ" ასე თუ ისე მოიპოვა წარმატება, რამაც მოცარტს მატერიალური მდგომარეობაც საგრძნობლად გაუუმჯობესა. მაგრამ ბოლოს დაიღალა ვენის არისტოკრატია მოზარტიტ, მოზარტმა დაკარგა ყველაფერი, აღარ ყავდა მოსწავლეები და იდზულებული გახდა მიეტოვებინა კომფორტული სახლი ცენტრში და გადასულიყო ქალაქის გარეუბანში.
გარდაცვალება და გარდაცვალების ვერსიები.
"ჯადოსანური ფლეიტის" პრემიერიდან რამდენიმე კვირის შემდეგ, 20 ნოემბერს იგი ლოგინად ჩავარდა და 5 დეკემბერს გარდაიცვალა. იგი ამ დროს 35 წლის იყო.მისი სიკვდილის კონკრეტული მიზეზი არ არსებობს. "ციებცხელება" იყო პირველი დიაგნოზი, რომელიც მიცვალებულის პირველი შემოწმების შემდეგ დადგინდა. ასევე სხვა ვერსიებიც, სიფილისი, რევმატიზმი და ინფარქტი არ გამოირიცხებიან. ლეგენდის დონეზეა აგრეთვე ვერსია, რომ იგი მისმა თანამედროვე კოლეგამ, კომპოზიტორმა ანტონიო სალიერიმ მოკლა.თანამედროვე სამედიცინო კვლევის მიხედვით მოცარტის სიკვდილის მიზეზი, მის ბავშვობაში ექიმების, ავადმყოფობის წინააღმდეგ არასწორი მოქმედებაა დადგენილი, რამაც მოგვიანებით გულისა და სხვა ორგანოების ფუნქციის მოშლა გამოიწვია.ცნობილია აგრეთვე ვერსიაც, რომ იგი მოწამლეს. ამას თვით მოცარტის ბოლო შეხვედრის დროს, თავის მეუღლეს, კონსტანცას ეუბნება, რომ იგი დარწმუნებულია იმაში, რომ მოწამლეს.მოცარტი დასაფლავებულ იქნა ვენაში, წმ. მარქსერის სასაფლაოზე.
საქართველოში მოცარტის ნაწარმოებების შესრულებას საკმაოდ ხანგრძლივი ტრადიცია აქვს. თბილისის საოპერო თეატრის სცენაზე არაერთგზის დაიდგა "დონ ჟუანი" (პირველად 1867) და "ფიგაროს ქორწინება" (პირველად 1888). დაიდგა აგრეთვე "ბასტიენ და ბასტიენა" (1912), "ჯადოსნური ფლეიტა" (1974, ქართულ ენაზე). მოცარტის ნაწარმოებების ქართველი შემსრულებლები არიანი პიანისტები: ე. ვირსალაძე, მ. ჩხეიძე (ზალცბურგის საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი, 1956), მევიოლინეები: მ. იაშვილი და ლ. ისაკაძე.

ვენის კლასიკური სკოლა.ბახი.


იოჰან სებასტიან ბახი.

იოჰან სებასტიან ბახი (*21 მარტი, 1685, აიზენახი, თიურინგია - † 28 ივლისი, 1750, ლაიფციგი), ბაროკოს ეპოქის გერმანელი კომპოზიტორი და ორგანისტი; ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი კომპოზიტორი. მისი შემოქმედება გამოირჩევა ინტელექტუალური სიღრმით, ტექნიკური სრულყოფილებითა და მხატვრული დახვეწილობით და იგი ევროპული ტრადიციის თითქმის ყოველი მუსიკოსისათვის შთაგონების წყაროს წარმოადგენდა მოცარტიდან შონბერგამდე.

ბიოგრაფია.

ბახი ათი წლისა დაობლდა. მისი აღზრდა ითავა უფროსმა ძმამ იოჰან კრისტოფმა, რომელიც ორდრუფში მუშაობდა კაპელმაისტერად. ძმის ხელმძღვანელობით ბახი დაეუფლა ორგანზე და ვიოლინოზე დაკვრის ტექნიკას. თავისი მშვენიერი დისკანტის გამო 1700 წელს იგი მიიღეს ლიუნებურგის წმინდა მიხეილის ეკლესიის გუნდში, ლიუნებურგშივე დაამთავრა ლიცეუმი. ბახზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა ლიუნებურგის წმინდა იოანეს ეკლესიის ორგანისტმა გ. ბემმა. 1703 წელს ვაიმარის ჰერცოგმა იოჰან ერნესტმა ბახი თავის კარზე მიიწვია სამუშაოდ. მაგრამ იმავე წელს იგი ვაიმარიდან არნშტადტში გადავიდა ერთ-ერთი ახალი ეკლესიის ორგანისტად. აქ იგი უფრო ღრმად დაეუფლა ორგანისტის ხელოვნებას. გატაცებული იყო ბუქსტეჰუდეს საორგანო მუსიკით. აქვე შექმნა თავისი პირველი თხზულებები, რომელთა შორის საინტერესოა იუმორით აღსავსე "კაპრიჩო ძმის გამგზავრების გამო" (1704).არნშტადტის შემდეგ ბახი მცირე ხანს მუშაობდა მიულჰაუზენში, სადაც 1708 წელს შექმნა "არჩევნების კანტატა" (ერთადერთი ნაწარმოები, რომელიც მუნიციპალიტეტმა გამოსცა მის სიცოცხლეშივე). იმავე წელს ბახი კვლავ ვაიმარში დაბრუნდა ჰერცოგ ვილჰელმ ერნესტის კარზე. აქ მას შესაძლებლობა მიეცა ღრმად გასცნობოდა ევროპული ქვეყნების მუსიკალურ კულტურას, მათ მიღწევებსა და სიახლეს. მასზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა იტალიურმა ინსტრუმენტულმა მუსიკამ, განსაკუთრებით მისმა ბრწყინვალე საკონცერტო სტილმა ( ანტონიო ა. ვივალდისა და არქანჯელო კორელის შემოქმედებამ). იტალიური მუსიკის თემები ბახმა კლავესინსა და ორგანზე გადაიტანა და მათ ახალი ინტერპრეტაცია შესძინა. ვაიმარში შექმნა უკვე ბახისეული გენიით აღბეჭდილი სრულყოფილი ნაწარმოებები: ტოკატა და ფუგა რე-მინორი (1709), პრელუდია და ფუგა რე-მაჟორი (1709), საერო კანტატა "მამშვიდებს მხოლოდ მხიარული ნადირობა" (1716) და მრავალი სხვა. 1717 წელს ბახი ვაიმარიდან კეთენში გადავიდა, სადაც ხელმძღვანელობდა პატარა კამერულ ორკესტრს და უკრავდა კლავესინზე. ამ პერიოდში ბახი ძირითადად ინსტრუმენტული მუსიკის ჟანრში მუშაობდა. კეთენში შეიქმნა "კარგად ტემპერირებული კლავირის" I ტომი (1722), ექვსი "ინგლისური" (1720-1722) და ექვსი "ფრანგული სიუტა", ორ- და სამხმიანი ინვენციები (1720), ექვსი "ბრანდენბურგული კონცერტი" (1719), ექვსი სონატა ვიოლინოსათვის (1720). 1723-იდან გადავიდა ლაიფციგში წმინდა თომას ეკლესიისა და ამავე ეკლესიის სკოლის კანტორად (ეკლესიის მგალობელი, საეკლესიო მუსიკის მასწავლებელი). ლაიფციგში ბახი გარდაცვალებამდე დარჩა.ლაიფციგის პერიოდი ყველაზე რთული და მრავალფეროვანია ბახის შემოქმედებაში. მის ნაწარმოებებში აქტიურად შეიჭრა სასულიერო თემატიკა, შეიქმნა პასიონები ("ქრისტეს ვნებანი") - იოანეს (1723), მათეს (1728) სახარებათა მიხედვით, მესა სი-მინორი (1733-1738), "სააღდგომო ორატორია" (1736), "მაგნიფიკატი" (1723). პარალელურად შექმნა საუკეთესო საერო ნაწარმოებები: "ყავის კანტატა" (1732), "თესევსი და პანი" (1732), კანტატები ლაიფციგელი პოეტი ქალის მარიანა ფონ ციგლერის ტექსტებზე (1735), "მწყემსური კანტატა" (1725), "ღამის მუსიკა" (1738) და სხვა. აგრეთვე ინსტრუმენტული ნაწარმოებები: "კარგად ტემპერირებული კლავირის" II ტომი, "გოლდბერგის ვარიაციები" (1742), "ფუგის ხელოვნება" (1749-1750), საორგანო პრელუდიები, ტოკატები, ფანტაზიები, ფუგები, ინსტრუმენტული კონცერტები, "იტალიური" კონცერტები (1734).ბახის შემოქმედება აგვირგვინებს შუა საუკუნეების მომდევნო პერიოდის მსოფლიოს მუსიკალურ ხელოვნებას და ამავე დროს დასაბამს აძლევს ახალ მიმართულებას. ბახი პოლიფონიური მუსიკის მწვერვალია. მისი მუსიკის თემები თუ ლიტერატურული წყაროები ხალხური შემოქმედებიდან მომდინარეობს. ბახმა განაზოგადა და თავისებურად გადაამუშავა ფრანგული კლავესინიზმი, იტალიური სავიოლინო ხელოვნება, ა კაპელას კლასიკური საგუნდო სტილი, გერმანული საორგანო ოსტატობა. ყოველივე ამან ბახს მსოფლიო მუსიკის უდიდესი კლასიკოსის სახელი მოუტანა. ბახის შემოქმედება ფილოსოფიური ლირიკის სფეროში ვითარდება და გიგანტურ მასშტაბებს აღწევს. ეს ფილოსოფიური მჭვრეტელობა ნათლად შეიგრძნობა მის როგორც საერო, ისე სასულიერო მუსიკაში. ბახის საეკლესიო მუსიკა გასცდა რელიგიურ დოგმატიზმის ჩარჩოებს. იგი რელიგიურ გაიდეალებისაკენ კი არა, მისი გაადამიანურებისაკენ მიისწრაფვის. ბახის საეკლესიო მუსიკა გამორიცხავს ყოველგვარ ასკეტიზმს. იგი ერთდროულად გვევლინება ბრწყინვალე, შთაგონებულ იმპროვიზატორად და ღრმა რაციონალისტად; მისი შემოქმედებითი დიაპაზონი ძალიან ფართოა: თავისუფალი "ქრომატული ფანტაზიიდან" რამდენადმე განყენებული "ფუგის ხელოვნებამდე", ჟანრულ-სახუმარო "კაპრიჩიოდან" - დრამატულ პასიონებამდე. გამონაკლისს წარმოადგენს ოპერა. ამ ჟანრისათვის ბახს არც ერთხელ არ მიუმართავს.ბახის ნაწარმოებების გაცოცხლებაში უდიდესი წვლილი, მე-XIX-ე საუკუნეში შეიტანა ცნობილმა კომპოზიტორმა მენდელსონმა, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა ბახის ნაწარმოებების სახალხო შესრულების ღონისძიებებში. მისივე შუამდგომლობით, 1842 წ., ქ. ლაიფციგში წმ. ფომას ტაძართან მდებარე სკოლის წინ დაიდგა იოჰან სებასტიან ბახის ძეგლი. საინტერესოა, რომ ძეგლი განასახიერებს ბახს, რომელიც დგას ამობრუნებული, ცარიელი შარვლის ჯიბით. ამ ფაქტს მოსახლეობა აღიქვავს, როგორც მოქანდაკის მიერ, წვრილშვილიანი ბახის უკიდურესი სიღარიბის ხაზგასმას.ბახების მუსიკალურ დინასტიამ, როგორც ბახის წინაპრების, ისე მისი ვაჟების სახით, ღრმა კვალი დაამჩნია გერმანული მუსიკის განვითარების პროცესს. "დიდი ბახის" ტიტული მ. შ. იოჰან სებასტიან მიაკუთვნა მსოფლიომ, რაც განაპირობა მის თხზულებაში მხატვრული იდეის ძალამ, გრძნობათა და განცდათა სიმდიდრემ, სახეთა სიმკვეთრემ და ინდივიდუალობამ.ბახის შემოქმედება მთელი სისრულით მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ შეისწავლეს და ღირსეული ადგილი მიუჩინეს მსოფლიო მუსიკალურ საგანძურში. 1950 წლიდან ლაიფციგში ყოველ ოთხ წელიწადში იმართება ბახის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური კონკურსები.აღსანიშნავია, რომ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე დაიდგა საბალეტო სპექტაკლი ბახის სავიოლინო ნაწარმოების "ჩაკონას" მიხედვით (1975, ქორეოგრაფი გ. ალექსიძე, მხატვარი ნ. იგნატოვი). 1985 წელს ღირსეულად აღინიშნა საქართველოში ბახის დაბადების 300 წლისთავი. ამავე წელს მუსიკის ფესტივალები ჩაატარეს საქართველოს სახელმწიფო სიმფონიურმა ორკესტრმა ჯ. კახიძის დირიჟორობით და კამერულმა სახელმწიფო ორკესტრმა ლ. ისაკაძის ხელმძღვანელობით. საქართველოს სიმფონიურმა ორკესტრმა მოსკოვის ბიჭუნათა გუნდთან ერთად შეასრულა მცირე მესები და მონუმენტური "იოანეს პასიონი", ცოტა ადრე კი მესა სი-მინორი. კამერულმა ორკესტრმა შეასრულა ბრანდებურგის კონცერტი № 5, კონცერტები კლავირისათვის, ორი ვიოლინოსათვის, სიუიტები, სოლო ვიოლონჩელოსათვის, კანტატები და სხვა. ბახის უკვდავი "მაგნიფიკატი" უცვლელად არის საქართველოს სახელმწიფო კაპელის რეპერტუარში.ი. ს. ბახის პირველი დეტალური ბიოგრაფია, 1754 წ. განთავსებულია მაცლერის მუსიკალურ ბიბლიოთეკაში. იგი შედგენილია ბახის ერთერთი მოსწავლის - აგრიკოლასა და კომპოზიტორის შვილის კარლ ფილიპ ემანუილ ბახის მიერ. აღნიშნული ბიოგრაფია წარმოადგენს ცალკეული ბიოგრაფიული ფაქტების საიმედო წყაროს, იგი განსაკუთრებით ფასეულია ბახის ნაწარმოებთა ჩამონათვალის განხილვისა და დაზუსტების მხრივ.

Thursday, May 29, 2008

Wednesday, May 28, 2008

ცოტა რამ მაკედონელის შესახებ


სამი გამოთქმა, რომელსაც ასწლეულების მანძილზე ორატორები იყენებდნენ: კროსოსივით მდიდარი; მიველ, ვნახე, დავამარცხე; გორდენის ნასკვის გადაჭრა. პირველი ეკუთვნის ლიდიის მეფეს, მეორე_ იულიუს კეისარს, რომელის უკავშირდება მცირე აზიაში ბრძოლას ჩ.წ.ა.-მდე 47 წელს, როცა მან დაამარცხა პონტოს მეფე; უკანასკნელი გამონათქვამი კი უკავშირდება ანტიკური ფრიგიის ლეგენდას, რომლის დედაქალაქი იყო გორდიონი.
გორდონის ნასკვთან დაკავშირებული წინასწარმეტყველება ამტკიცებდა, რომ ვინც პირველი გახსნიდა ამ რთულ ნასკვს, ის დაიპყრობდა მთელს აზიას. ალექსანდრე მაკვედონელმა მარტივად გადაწყვიტა ეს საკითხი. მან გახსნის მაგივრად ნასკვი გადაჭრა.
სასიყვარულო სამკუთხედი: ალექსანდრე, პანკასპე დააპელესი. ალექსანდრე ისეთ თაყვანს სცემდა თავისი სატრფოს (პანკასპეს) სილამაზეს, რომ მისი შიშვლად დახატვა ბრძანა. მოგვაინებით აღმოჩნდა, რომ მხატვარს_აპელეს, დავალების შესრულების დროს ქალი შეყვარებია. ალექსანდრემ მეგობარს თავისი სატრფო საჩუქრად შესთავაზა, ამ ქმედებით მან თავისი თავი დაამარცხა და მეგობარს აჩუქა არა მარტო სარეცლის გამყოფი, არამედ საკუთარი ვნებაც. ის სრულებით არ განიცდიდა ქალის სინანულს, იმის გამო, რომ ერთ დროს მონარქის სატრფო მხატვრის საკუთრებად იქცა. გადმოცემის თანახმად, პანკასპე იყო სწორედ ის, რომლის მიხედვითაც დაიხატა აფროდიტე ანადიომენე.
* * *
იმ დღეს, როდესაც ალექსანდრე დაიბადა ეფესოში დიდი საშინელება ტრიალებდა, იწვოდა დიანას ტაძარი. ყველა აღმოსავლელი წინასწარმეტყველი, რომელიც მაშინ ეფესოში იმყოფებოდა ამ განსაცდელს დიდი უბედურების მომასწავებლად აღიქვამდა.ქალაქი ქაოსს მოეცვა, ყველანი ქუჩებში დარბოდნენ, სახეს იხოკავდნენ და ყვიროდნენ, რომ ეს დღე მთელი აზიისთვის საბედისწერო იყო. ალექსანდრეს დაბადებას დაემთხვა პარმენიოს გამარჯვება ილირანელებზე და ფილიპეს დოღის ცხენის გამარჯვება ოლიმპიურ თამაშებზე. წინასწარმეტყველებმა ფილიპეს მოახსენეს, რომ ვაჟი, რომელიც ასთე მიღწევებთან ერთად დაიბადა, არ შეიძლებოდა რომ უძლეველი არ გამხდარიყო
გენერალი პარმენონი ცნობილი სახე იყო მაკედონელის არმიის. ფილიპეს დროს მას არცერთი ბრძოლა არ წაუგია. სპარსეთის მეფე დარიოსმა ალექსანდრეს წერილი გამუგზავნდა სადაც ის ოჯახის წევრების გამოსყიდვის მიზნით 10000 ტალენტს და ეფრატის დასავლეთ ნაწილს თავაზობდა ალექსანდრეს. გენერამლა პარმენონმა ალექსანდრეს ურჩია მიეღო შეთავაზება. ცნობილი ფრაზა: პარმენონი _ მე დავთანხმდებოდი ალექსანდრე რომ ვიყო, _ მეც, პარმენონი რომ ვიყო იყო ალექსანდრეს პასუხი.
აღნაგობა
ზოგად წარმოდგენას მის გარეგნობაზე ლიტერტურა და შემორჩენილი მონუმენტები გვიქმნიან. ის ათლეტური აღნაგობის იყო. საშუალო სიმაღლის. თეთრი და წითელი შეფერილობის სახით. მუდამ მოელვარე თვალებით. შუბლზე დაყრილი თმით ლომს ამსგავსებდნენ. თავს მუდამ გვერდზე მოღერებულად ატარებდა. მას მუდამ თავისი ერთგული ბუციფალით მიუძღვოდა.
ალექსანდრეს ხასიათი
ალექსანდრეს მოქმედებები ინსპირირებული იყო. ერთი ღმერთის, ერთი ნახევარღმერთის, ერთი გმირისა და ერთიც მონარქის მიერ. დიონისე _ ღვთაებრივი, ჰერკულესი _ ღმერთკაცი, აქილევსი _ გმირი, კიროსი _ სპარსეთის მეფე. მის თითოეულ მოქმედებას ჰომეროსის სული წარმართავდა, რომელსაც სიზმარში ხედავდა ხოლმე. მისი საბრძოლო სახელმძრვანელო ილიადა იყო. იგი აქილევსის მსგავსად დიდი მებრძოლი და ექსტრემალური სიტუაციის მოყვარული იყო. ჰერკულესივით შეეძლო ტკივილის, შიმშილის, წყურვილის, სიცხის, სასოწარკვეთისა და ტანჯვის ატანა. დედამისმა ბავშობიდანვე აზიარა დიონისეს საიდუმლო კულტს, რომლისგანაც განსაკუთრებული სიმარდე და თავგადასავალის სიყვარული მიენიჭა.ი გი აღმერთებდა სპარსეთის იმპერიის დამაარსებელ კიროს დიდს. კიროსივით პატივს სცემდა დომინიონთა ( გაბატონებული ხალხების) რელიგიასა და ტრადიციას. ილიადას არსი მასში ორი _ ეპიკურ და კეთილშობილური ვნების, ცოფიანი სიბრაზის და გულმოწყალე მეგობრის თვისებებს აერთიანებდა. ასეთი მრავალფეროვანი სულის ერთ სხეულში არსებობა რთულიც იყო და სახიფათოც.
ალექსანდრე მაკედონელი დაიბადა ჩ,წ,ა._მდე 356 წელს. ის ფილიპეს II და ოლიმპიადას ვაჟი იყო. ბავშვობიდანვე ბრწყინვაე განათლება მიიღო. მისი აღმზრდელი ცნობილი ფილოსოფოსი არისტოტელე იყო. ფილიპე II სიკვდილს შემდეგ ტახტზე ალექსანდრე ადის და მამის ჩანაფიქრს _ შეეღწია მცირე აზიაში, მცირე წინააღმდეგოგებით ლახავს. მან ქალაქ ისამდეც (ჩრდ.სირია) მიაღწია სადაც სპარსულ ჯართან მოუხდა შეტაკება, რომელსაც თავად მეფე დარიოს III ხელმძღვანელობდა. მიუხედავად იმისად რომ სპარსთა ჯარი 6 ჯერ აღემატებოდა ალექსამდრეს ლაშქარს, ბრძოლა მაინც ალექსანდრეს გამარჯვებით დამთავრდა. დარიოს III ისე გაიქცა ქალაქიდან, რომ ოჯახის წევრებიც კი არ წაუყვანია. ალექსანდრე, რომელიც ტყვედ ჩავარდნილებს სასტიკად ექცეოდა ამ შემთხვევაში შემწყნარებლური აღმოჩნდა და ბრძანა მეფის ოჯახის წევრებს მოპყრობოდნენ ისე , როგორ ეს მათ შეეფერებოდათ. 332 წელს, მან დაიწყო ქ. ალექსანდრიის დაარსება, რომელიც მალე ელინური სამყაროს სავაჭრო, სამეცნიერო და კულტურულ ცენტრად გადაიქცა. 330 წლის ბოლოს მან მთელი მცირე აზია და სპარსეთი. მომავალ სამ წელიწადში მან ავღანისტანში, შუა აზიასა და ჩრდილოეთ ინდოეთში გაილაშქრა, სადაც არცერთი ბრძოლა არ წაუგია.
ალექსანდრემდე საბრძოლო სტრაეგია როგორც საბრძოლო ხელოვნება არ არსებობდა. სწორედ მის დროს შეიქმნა ის, რასაც საბრძოლო რეჟისურა შეგვიძლია ვუწოდოთ. 8 წლიანი ბრძოლების შემდეგ, ალექსანდრე კვლავ ახალი ბრძოლების წამოწყებას გეგმავდა, მაგრამ ძალა გამოცლილი მხედრები მას შინ დაბრუნებას თხოვდნენ. დიდი ფიქრის შემდეგ მაკედობელი მათ დათანხმდა. დასავლეთის და აღმოსავლეთის კავშირის გამყარების მიზნით ლექსანდრემ უბრძანა თავის რაზმელებს ცოლად შეერთოთ სპარსი ქალები, თავადაც ასე მოიქცა. კან გამობრუნებულმა მაკედონელმა სახლამდე ვერ ჩაარწია, ის მალარიით დაავადდა და ჩ.წ.ა.მდე323 წელს, 33 წლისასაკში ბაბილონში გარდაიცვალა. ის ისე ღრმად იყო დარწმუნებული თავის ღვთიურ წარმომავლობაში, რომ სიკვდილს არც ფიქრობდა. შესაძლოა, სწორედ ეს გახდა იმის მიზეზი, რომ მან თავის მემკვიდრე არ დაასახელა. ერთ წელიწადში მის მიერ შექმნილი უზარმაზარი იმპერია ნაწილებად დაიშალა და ასებობა შეწყვიტა. ის მიერ შექმნილმა იმპერიამ დიდი სამსახური გაუწია რომის იმპერიის შექმნას და შემდეგ ის მაგალითი გახდა ნაპოლეონისთვისაც.

ოჯახი და ტრადიციები

თემა, რომელზედაც ვისაუბრებთ, მკითხველთა უმეტესობისათვის ნაცნობია, რადგან იგი თითოეულის ცხოვრების მნიოშვნელოვანი და განუყოფელი ნაწილია. ის არის გარემო, სადაც ადამიანები ურთიერთობის გარკვეულ წესებს აყალიბებენ და ამით მისი სრულყოფილი სახის შექმნას ცდილობენ. საფიქრებელში რომ არ ჩავარდეთ გეტყვით _ ეს ოჯახია, სივრცე, სადაც ადამიანი ყველაზე თავისუფლად გრძნობს თავს, მაგრამ ის მხოლოდ რეზიდენციალური საცხოვრებელი ერთეული კი არ არის, არამედ ოჯახი მორალზე დამყარებული ერთობაა, სადაც ზნეობრივ თვალსაზრისზე დაყრდნობით ყალიბდება მისი წევრების თვითიდენტიფიკაცია და ოჯახის შემადგენლობაში მათი ემოციური ჩართულობა. იმისათვის, რომ ზოგადი წარმოდგენა შევიქმნათ, თუ როგორი უნდა იყოს, როგორი არის და ვისთვის რა ღირებულებას წარმოადგენს ოჯახი, ვნახოთ, რას ფიქრობენ მასზე ჩვენი საზოგადოების სხვადასხვა თაობისადა და პროფესიის წარმომადგენლები.
რა არის ოჯახი?


ფსიქოლოგი ეკა ფირცხალავა:

ოჯახი ეს ის ერთეულია, სადაც ხდება ადამიანის სოციალიზაცია, სივრცე, რომელშიც გარკვეულ ქცევებს ვახორციელებთ.
წმიდა დიდ მოწამე პანტელეიმონ მკურნალის ეკლესიის დეკანოზი გიორგი (ჩაჩავა) წინამძღოლი.
ოჯახი ეს ქალისა და მამაკაცის ერთობაა ღმერთის მიერ დალოცვილი, ანუ როგორც ეს ჯვრისწერის ლოცვაში წერია ``და დაუტევოს კაცმან მამაი თვისი და დედაი თვისი და შეეყოს ცოლსა თვისსა და იყვნენ იგინი ერთ ხორც``.
ჩოხოსანთა საზოგადოების უხუცესთა საბჭოს წევრი მინდია სალუქვაძე:
ოჯახი ჩემთვის ყველაფერია, მის გარეშე ჩემი სიცოცხლე წარმოუდგენელია. ადამიანი პირველ რიგში უნდა ეკუთვნოდე ოჯახს, შემდეგ ქვეყანას. ჩვენი ოჯახი არც თუ ისე დიდია _ მეუღლე, ორი ქალიშვილი და ორი შვილიშვილი. მართალია, მშობლებისგან ტრადიციები არ მიმიღია, რათგან სამი წლის ვიყავი, როდესაც ისინი ბოლშევიკებმა 1937 წელს დახვრიტეს, მე მამიდამ გამზარდა და რაც შეეძლო ყველაფერი ჩააქსოვა ჩემს აღზრდაში. ჩვენი ოჯახის ტრადიციების შესახებ ახლობლებისგან მომისმენია. ის ტრადიცია, რომელიც ჩვენს ოჯახს ოდითგანვე მოყვება ეს ერთმანეთის პატივისცემაა და ვთვლი, რომ თუ ეს ღირებულება მოშლილია, ის ოჯახი ვერ იოჯახებს.
გიორგი ყიფშიძე (თეატრისა და კინოს მსახიობი)
როგორც ამბობენ _ სტუმრად კარგია, მაგრამ სახლში უკეთესია, ანუ ოჯახი ჩემთვის ეს არის სიმყუდროვე, სითბო, სიყვარული, გვერდში დგომა. ძნელია, ადამიანმა ოჯახის შესაქმნელად იპოვნო შენი მეორე ნახევარი, მეგობარი, რომელიც ამ გარემოს შეგიქმნის, თუ იპოვნე, მაშინ ბედნიერი ხარ.
რა არის ოჯახის შექმნის მიზანი?

ფსიქოლოგი: ოჯახის შექმნის უმთავრესი ფუნქციაა _ მოგვცეს ნორმალური, ჯანსაღი ფსიქიკის მქონე ადამიანი. ამისათვის საჭიროა, რომ ხდებოდეს გარკვეული ფუნქციების გადანაწილება მამაკაცსა და ქალს შორის, რაც განაპირობებს ოჯახის ნორმალურ ფუნქციონირებას, ხოლო რათა ოჯახმა ნორმალურად იფუნქციოს უნდა ხდებოდეს მატერიალური და ემოციური მხარეების დაკმაყოფილება, საერთოდ ემოციურ მხარეს ქალი ასრულებს, ხოლო მატერიალურს კი მამაკაცი განსაზღვრავს.
მიდია სალუქვაძე: ოჯახის შექმნის სასწყისი _ სიყვარულია, მიზანი _ შვილები და შვილიშვილები. რა ასაკში უნდა ხდებოდეს ოჯახის შექმნა?ფსიქოლოგი:ძნელია, ზუსტად განსაზღვრო გარკვეული ასაკი ოჯახის შესაქმნელად. საერთოდ ოჯახის შექმნა შესაძლოა მას მერე, როცა ადამიანი მომწიფდება, ანუ როცა მას შეუძლია გამრავლება, მაგრამ თუკი ადამიანმა მხოლოდ ბიოლოგიური ფუნქცია უნდა შეასრულოს ეს უკვე სხვა საკითხია და არა ოჯახი. ადრეულ ასაკში ძნელად ხდება იმის გაცნობიერება, თუ რას ნიშნავს ოჯახის შექმნა. თანამედროვე ახალგაზედობა ოჯახის შექმნას და ცოლის მოყვანას ერთმანეთისგან ვერ ანსხვავებს. ცოლის მოყვანა ესაა იპოვნო სექსუალური პარტნიორი, მიაგნო სიყვარულის ობიექტს, ანუ ესაა ურთიერთობა, რომელიც მოკლე ხანს გრძელდება, ოჯახის შესაქმნელად კი გარკვეული თანაპარტნიორული დამკიდებულებაა საჭირო როგორც იტყვიან ეს არის `ჭაპანის ერთდ წევის პროცესი~, რომლის გათვალისწინებაც ადრეულ ასაკში თითქმის შეუძლებელია.
დეკანოზი გიორგი:
არ მიმაჩნია სწორად ის, რომ 16-17 წლის ახალგაზრდები ქმნიან ოჯახებს, რადგან ისინი ჯერ პიროვნბებად არ არიან ჩამოყალიბებულნი. იმისთვის რომ ადამიანი პიროვნებად ჩამოყალიბდეს საჭიროა გაიაროს ცხოვრების გარკვეული გზა, დაუგროვდეს გამოცდილება. იმისთვის, რომ მამაკაცი გახდეს `თავი ცოლისა თვისისა ის უნდა იყოს სოციალურად დამოუკიდებელი პიროვნება. ევროპაში ადრეულ ასაკში დაქორწინება თითქმის არ ხდება. იქ ახალგაზრდობა ოჯახის შექმნასთან დაკავშირებით დიდ პასუხისმგებლობას გრძნობს, ერთის მხრივ ეს განპირობებულია მშობელთა ინსტიტუტის სხვაგვარი ხედვით, სადაც გარკვეულ ასაკს მიღწეულ ახალგაზრდას საკუთარ ხარჯზე უწევს ცხოვრება. ჩვენთან კი ადრეულ ასაკში მშობლების მიერ გათამამებული ახალგაზრდები ქმნიან ოჯახებს, რომლებსაც არავითარი პასუხისმგებლობის გრძნობა არ გააჩნიათ.
მიდია სალუქვაძე:
24_25 წლამდე კაცი ოჯახს არ უნდა მოეკიდოს. პირადად მე 28 წლის ასაკში დავოჯახდი. უმეტეს შემთხვევაში ადრეულ ასაკში შექმნილი ოჯახები მალევე ინგრევა. საერთოდ, მარტო სიყვარული არ არის მყარი საფუძველი ოჯახის შექმნის. ოჯახის შექმნას დაფიქრება, მომავალის განსაზღვრა სჭირდება, რაც ადრეულ ასაკში ძნელი აღსაქმელია. ოჯახი ეს მარტო ხვევნა-კოცნა არ არის, ეს ხომ შვილების მოვლა და პატრონობაა.
რომელ ტრადიციას არ უნდა უღალატოს ქართულმა ოჯახმა?

მიდია სალუქვაძე:
პირველ რიგში ოჯახის სიმტკიცეს, მას უნდა ანაცვალოს ყველაფერი. არ უნდა მოიშალოს წინაპართა პატივისცემა, რაც სამწუხაროდ აღარ შეინიშნება დღევანდელ ახალგაზრდებში.
გიორგი ყიფშიძე:ზუსტად მიჭირს იმ ტრადიციების ჩამოთვლა, რომელსაც არ უნდა უღალატოს არცერთმა ქარულმა ოჯახმა. ჩვენთან ოჯახში მუდამ იყო სტუმრის მიღების, სუფრაზე ერთდ დასხდომის, წითელ პარასკევს სასაფლაოზე გასვლის ტრადიცია, მაგრამ ვამჩნევ, რომ ნელ-ნელა მოხდა მათი მეორე პლანზე გადაწევა, შესაძლოა ეს გამოწვეული იყოს იმით, რომ ყველა ოჯახის წევრს სხვადასხვა დრო აქვს თავისუფალი. ეს, რა თქმა უნდა სამწუხაროა, მაგრამ გამოსწორებადი. მთავარია ის, რომ სიმყუდროვე და სითბო ჩვენთან ოჯახში მუდამ იგრძნობა.
ფსიქოლოგი: ქართული ტრადიციული ოჯახი ეს მრავალთაობიანი ოჯახია.ვფიქრობ, რომ არცერთმა ქართულმა ოჯახმა არ უნდა გაწყვიტოს კავშირი წარსულთან. პატარები უნდა იზრდებოდნენ ისეთ ოჯახებში, სადაც მას ბებია და ბაბუა ეყოლება.
დეკანოზი გიორგი: არცერთ ქართულ ოჯახში არ უნდა მოიშალოს ერთგულება, მეუღლეების სულიერი ერთობა, შეჯერებული პოზიციები, ის რომ გადამწყვეტი სიტყვა ოჯახში მამაკაცს უნდა ეკუთვნოდეს. სამწუხაროდ დღეს სხვაგავრი სურათი გვაქვს _ აღარ არსებობს ოჯახური ერთობები, დღეს ვეღარ გაიგებთ ვისი აზრია გადამწყვეტი ოჯახში. უმეტესად მეუღლეებს შორის დიალოგი შეუძლებელი ხდება.
რა განსხვავებებია თანამედროვე ოჯახებსა და ძველ ტრადიციულ ოჯახებს შორის?ფსიქოლოგი: შესამჩნევია, რომ თანამედროვე ოჯახები ნუკლიარული გახდა (ცოლი, ქმარი და ბავშვები), ხოლო ძველი ტრადიციული ოჯახები მრავალთაობიანი იყო. ძველ ოჯახებში გადამწყვეტი სიტყვა მამაკაცს ეკუთვნოდა, დღეს ძალთა გადანაწილება ოჯახში უფრო დემოკრატიულ ხასიათს ატარებს, აქ თანაბრად ჩანს ქალისა და მამაკაცის სიტყვა. თუ ტრადიციულ ოჯახებში ოჯახს მამაკაცი ინახავდა დღეს მეუღლეები ერთ `ქისაში~ აგროვებენ თანხას.
დეკანოზი გიორგი:
აქ ყურადღება მინდა შევაჩერო ბავშვის აღზრდაზე. დღეს ბავშვების უმეტესობა მშობელთა ყურადღებასაა მოკლებული და ისე იზრდება, ძველად კი ეს არ ხდებოდა, მშობლები დიდ ყურადღებას უთმობდნენ ბავშვის აღზრდას, კერძოდ, იმ პროცესს რასაც თამაში ჰქვია. ამ დროს ხდება ვაჟკაცური და ქალური თვისებების ჩამოყალიბება.ამ პროცესს მშობლები მეცნიერულ დონეზე უნდა უდგებოდნენ. ბავშვის აღზრდა ეს ხომ დაგროვილი ცხოვრებისეული გამოცდილების, სულიერი და ინტელექტუალური ცოდნის გადაცემაა მომავალი თაობისთვის.
გიორგი ყიფშიძე: ძველად სხვაგვარი იყო ცოლ_ქმრული `კანონები~, ოჯახები გარიგებით იქმნებოდა, ხდებოდა ისეც, რომ თუ ქალს მამაკაცი არ უყვარდა მაინც უნდა გაჰყოლოდა, სიყვარულით შექმნილი ოჯახები ნაკლები იყო. დღეს კი მეტი თავისუფლებაა, იძულებით და ხათრით აღარავინ ცხოვრობს.
რამდენად მყარია თანამედროვე ოჯახები?

ფსიქოლოგი: ფსიქოლოგები თვლიან, რომ თუ მეუღლეებს ოჯახში სოციალური განწყობები მსგავსი აქვთ, მაშინ ეს ოჯახი მყარია. ძველად სირცხვილის ფაქტორი დიდ გავლენას ახდენდა ოჯახის შენარჩუნებაზე. თუ მაშინ ოჯახის დანგრევის მიზეზი მამაკაცი იყო, დღეს უმეტესად ეს როლი ქალმა `იტვირთა~, რაც ქალთა უფლებების წამოწევამ განაპირობა, უკვე მეუღლეებს შორის ღია დალოგი მიმდინარეობს და თუ ყოველივე ამას გავითვალისწინებთ, მივხვდებით რომ დღეს გაცილებით მეტი ოჯახი ინგრევა.
დეკანოზი გიორგი:დღეს ოჯახები აღარაა მყარი, რაც განაპირობებულია იმით, რომ ქალი ნაკლებად გახდა მამაკაცზე დამოკიდებული. თუ ოჯახში ძველად ფინანსური ტუზი მამაკცი იყო, დღეს შესაძლებელია ეგ ფუნქცია ქალმა იტვირთოს. დღეს ქალები ნაკლებად ითვალისწინებენ მამაკაცის აზრს, იოლად იღებენ გადაწყვეტილებებს, უკვე ისინი გაცილებით დამოუკიდებელნი არიან. ოჯახი ეგოცენტრული გახდა. შეიქმნა ისეთი სიტუაცია, რომ ერთს მეორე აღარ სჭირდება. თუ ადრე ოჯახის წევრები ერთმანეთთან კომუნიკაციას მთელი დღის უმეტეს ნაწილს უთმობდნენ ეხლა მოხდა ისე, რომ ქალს ქმარი ტელევიზორმა შეუცვალა, ხოლო მამაკაცს ცოლი _ კომპიუტერმა. საინტერესოა, ჩვენმა მკითხველმა გაიხსენოს, ბოლოს როდის ესაუბრა მეუღლეს საინტერესო თემაზე?
მინდია სალუქვაძე:
ესეც სადაო საკითხია. ვერ გეტყვით, ზოგი ოჯახი მყარია, ზოგიც არა. შესაძლოა ნახევრად მშიერი ოჯახი იყოს, მაგრამ საკმაოდ შედუღაბებული, ოჯახი გაჭირვებას არ უნდა ემსხვერპლოს. რამდენი ქართული ოჯახი ვიცით, სადაც ოჯახის დედას მიტოვებული ყავს შვილები და საზღვარგარეთ არის წასული, რათა ოჯახი არჩინოს. პირადად მე ასეთ ოჯახს მყარს ვერ ვუწოდებ. ასეთი ოჯახისთვის ერთი მცდარი ნაბიჯიც შესაძლოა სავალალო აღმოჩნდეს.დღეს ღირებულებების გადაფასება მოხდა.ძველად ოჯახის დანგრევა სირცხვილი იყო. ჯერ ეკლესიაც არ მოგცემდა ამის საშუალებას, რომ ღვთის მიერ ნაკურთხი და ნადღეგრძელევი ოჯახი დაგენგრია, ამას არც არავინ იკადრებდა. დღეს ოჯახის შექმნა და მისი დანგრევაც არაფრადარ მიაჩნიათ. ცოლ-ქმარი ისე ცილდება ერთმანეთს, რომ შვილებზე, მათ მომავალზე არც კი ფიქრობენ. დღეს მამაკაცის ფენომენი მთლიანად შეიცვალა. თუ ძველად მამაკაცური ღირსებები პირველ ადგილას იყო, დღეს უკვე მამაკაცი ვის ჰქვია არ ვიცი. თუ კაცს ცოლი გაერყვნა ეს მამაკაცის ბრალია და არა ცოლის. მართალია ადრედაც იყო, რომ მამაკაცი `ეშმაკობდა~, მაგრამ ამას ისე ჩუმად და შეპარვით აკეთებდა, რომ ოჯახის წევრები ამას ვერც გებულობდნენ. დღეს რა სურათია, თუ ფული აქვს კაცს, მაშინ მას ოჯახთან ერთად ოფიციალური საყვარელი ჰყავს. ეს კი ნამდვილად გარყვნილებაა. მე მას კაცს ვერ ვუწოდებ.

გიორგი ყიფშიძე: დღეს ოჯახები ნაკლებად მყარია, რაც გამოწვეულია ისევ და ისევ ნაადრევი ქორწინებებით, ოჯახი იქმნება ფიზიკური დაკმაყოფილების ხარჯზე და შემდეგ ხდება შეუთავსებლობა. შემდეგ აცნობიერებენ, რომ თურმე ერთისთვის მიუღებელია მეორეს საქციელი. ხანდახან მგონია, რომ თანამედროვე ოჯახებში ჯერ ბოლომდე ვერ გაურკვევიათ რა არის სიყვარული.
რამდენად აუცილებელია ოფიციალური მხარეები?

გიორგი ყიფშიძე: როდესაც ანი მოვიყვანე, არ მინდოდა, რომ ყველაფერს ოფიციალური სახე ჰქონოდა, აუცილებლობებს არ დაეჩქმალა ის, რაც უფრო საინტერესოა ცხოვრებაში. მაგრამ მაინც მიმაჩნია, რომ ჯვრისწერა აუფილებელია.
დეკანოზი გიორგი: ჯვრისწერა აუცილებელია, რადგანაც ცოლ-ქმრის კავშირი უფლის მიერ იყოს დალოცვილი.
მინდია სალუქვაძე:
ვთვლი, რომ ოფიციალური მხარე უფრო ადუღაბებს ოჯახს, განსაკუთრებით კი ჯვრისწერა. ეს კარგიც არის და აუცილებელიც. იმ დროს, როცა მე და ჩემმა მეუღლემ ხელი მოვაწერეთ, ეს წესი არ იყო, მაგრამ 50 წლის იუბილეზე აუცილებლად დავიწერთ ჯვარს.
ფსიქოლოგი:ვერ გეტყვით, ეს ყველასთვის ინდივიდუალურია. მმაჩის ბიუროში ფიქსირება აუცილებლობაა, რადგან ბავშვის გვარის მიცემასთანაა უშუალო კავშირში. თანამედროვე სიტუაციაში ეს ოფიციალური მხარეები კი რიტუალურ ხასიათს ატარებს.

მარინა სვანიძე

გელინო



ქართული საზოგადოებისათის სიტყვა გელინო მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც გიორგი კალანდიამ ამავე სახელწოდების ფილმი გადაიღო, მაგრამ ვისთვისაც ეს სიტყვა უცხოა, აქვე გეტყვით, რომ გელინო თურქული სიტყვაა და პატარძალს ნიშნავს. ეს ტერმინი ქართულ მეტყველებაში სავარაუდოდ მე-17 საუკუნეში გაჩნდა. გელინო სიმღერაცაა, რომელსაც თურქეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ქრთველები მღერიან იმ იმედით, რომ პატარძალი საკუთარ ფუძეს არ მოსწყდება და კერას არ დაივიწყებს. ფილმის ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟია თურქეთში მცხოვრები ქართველი _ ბაიარ შაჰინი. იგი თურქეთის ქართველ მარგალიტად წოდებული მომღერალია, რომელმაც დიდი წვლილი დასდო ქართული კულტურის, კერძოდ, ქართული მუსიკალური ფოლკლორის პოპულარიზაციას. მისი დაუღალავი შრომით ბევრი სიმღერა განადგურებას გადაურჩა. ბაიარ შაჰინი მაჭახელში დაიბადა. მაჭახელი თურქეთის მხარეა, რომელშიც 18 სოფელი ერთიანდება, აქედან 6 სოფელი ქართველებითაა დაასახლებული,. მათ შორის არის სოფელი ქუაბითავი, სადაც ბაიარის წინაპრები დასახლებულან. თავადაც 13 წლამდე ამ სოფელში ცხოვრობდა, შემდეგ კი ოჯახთან ერთად სტამბულში გადავიდა საცხოვრებლად. 14 წლისას მამა გარდაეცვალა, ამიტომაც ერთი წლის შემდეგ უფროსმა ძმამ ბაიარი გერმანიაში წაიყვანა საცხოვრებლად. სწორედ გერმანიაში დაიწყო მან მუსიკის შესწავლა. უცხოეთში ყოფნა ხანმოკლე აღმოჩნდა და ერთი წლის შემდეგ იგი სტამბულში დაბრუნდა, სადაც მერიის კონსერვატორიაში დაიწყო სწავლა. ერწლიანი სწავლის შემდეგ მას ჯარში მოუწია წასვლა. ქართულ მუსიკაზე ფიქრი ჯარის მერე დავიწყე, ანუ მაშინ როდესაც სტამბულში დავბრუნდი და კონსერვატორია დავამთავრე, _ იხსენებს ბაიარი. ქართული მუსიკის სიყვარულზე დიდი გავლენა დედას და ბებიას მოუხდენია. აკვანში მწოლარ ბაიარს ქართულ ხალხურ სიმღერებს ბებია უმღეროდა. ბავშვის გონებაში ჩარჩენილი მელოდიები წარუშლელი აღმოჩნდა. როცა გავიზარდე თავისთავად მახსენდებოდა მოსმენილი მელოდიები, შემდეგ კი როდესაც გავაცნობიერე ყველაფერი, აღმოვაჩინე, რომ ეს სიმღერები გენიალური რამ იყო. დედის მხრიდან დიდი როლი გენეტიკამ ითამაშა, დედა აკორდეონზე უკრავდა და სწორედ მაშინ, როდესაც ქართულმა ხალხურმა მუსიკამ გამიტაცა, დედასთან ერთად ვისმენდი მის მიერ ნამღერ სიმღერებს და ვიწერდი. თითქმის ყველა სიმღერა მისი შესრულებით ჩაწერილი მაქვს.
_ როგორ აგროვებდით ქართულ ხალხურ სიმღერებს?
_ ქართული სიმღერების შეგროვება ნათესავებში, მეგობრებში და სხვადასხვა სოფლებში, მიხდებოდა. ეხლაც, როცა საშუალება მოგვეცემა დავდივართ სოფლებში და ვიწერთ მათ.
_ რამდენად კარგად ფლობენ თურქეთში მცხოვრები მუჰაჯირები ქართულს?
_ სტამბულთან ახლოს არის სოფლები: საქარია, ბურსა, იქ უამრავი ქართველი ცხოვრობს. ასაკოვანმა ხალხმა უფრო იცის ქართული, ვიდრე ახალმა თაობამ, მაგარამ ახალგაზრდები დაინტერესებული არიან ხალხური ცეკვებით, სიმღერებით. საერთოდ მსოფლიოში დიდი დაინტერესებაა ძირძველი კულტურების მიმართ და ამიტომაც ახალგაზრდების ინტერესი აქეთ მიიწევს.
_ რომელი წლიდან იწყება თქვენი ურთიერთობა ქართულ საზოგადოებასთან?
_ ეს ურთიერთობა დაიწყო მას შემდეგ რაც საზღვრები გაიხსნა, დაახლოებით 80-იანი წლების ბოლოდან. ვფიქრობ, ეს ურთიერთობა უნდა გაღრმავდეს, რომ საქართველომ და თურქეთმა კულტურული ურთიერთობა კარგად ააწყოს. Aამიტომ მეც ვცდილობ ამ ურთიერთობაში წვლილი შევიტანო ჩემი საქმიანობით.
_ რა არის თქვენთვის ქართული ხალხური სიმღერა?
_მოკლედ რომ ვთქვა, ეს არის ცხოვრება, რომელშიც ყველაფერია თავმოყრილი: სიყვარული, მშვიდობა, მეგობრობა, მასშია საქართველოს თითოეული კუთხე.
_ თქვენ მარტო ქართული ფოლკლორით ხართ დაინტერესებული?
_ არა, მე ვმღერი როგორც ქართულ ასევე თურქულ ხალხურ სიმღერებსაც. ხალხური მუსიკა ყველა ენაზე ხალხურია, რადგან ეს ხალხის ცხოვრებაა, ხალხის სიყვარულია და დარდებია, რომლებიც თითქმის ყველგან ერთნაირია. ამიტომაც ყველა ხალხურ სიმღერას ეს ხაზი აერთიანებს. აქვე ვიტყვი, რომ ქართული ხალხური სიმღერა საკმაოდ რთული შესასრულებელია თავისი მრავალხმიანობით, ხოლო თურქული სიმღერა არა, რადგან იგი ერთხმიანია.
_ საქართველოს გარდა კიდევ სად გიწევთ ქართული სიმღერების შესრულება?
_ბევრი კონცერტი მაქვს ჩატარებული გერმანიაში, იქ შავი ზღვის ზოლიდან წასული უამრავი ადამიანი ცხოვრობს, რომლებმაც იციან ჩემი საქმიანობის შესახებ, იციან, რომ მე ხუთ ენაზე ვასრულებ სიმღერებს: ქართუულად, თურქულად, მეგრულად, ლაზურად და ხაშმურად, ამიტომაც წელიწადში 5-6 ჯერ მაინც მიწევს იქ ჩასვლა.
_ თქვენ თუ გყავთ თურქეთში მცხოვრები ქართველებისგან შემდგარი ანსამბლი?
_ მყავდა ანსამბლი სახელწოდებით `მშვიდობის მტრედები~, სადაც ხუთი ქართველი და ხუთი თურქი მუსიკოსი იყო, მე კი სოლოს ვმღეროდი. სამწუხაროდ ჯგუფი დაიშალა, ახლა მყავს ორკესტრი, რომლის ხელმძღვანელი და სოლისტიც მე ვარ.
_ სამომავლო გეგმები როგორია, ხომ არ აპირებთ ახალ ალბომზე მუშაობას?
_ ჩვენ ოთხი ალბომი გამოვუშვით, აქედან სამი თურქეთში, ერთი ჯილველოი კი საქართველოში. ეხლა კი მეხუთე ალბომზე ვაპირებ მუშაობას. ეს ალბომი კი ორივე ქვეყნის იქნება. სავარაუდოდ 15-16 სიმღერა ჩაიწერება, შემდეგ კი მოხდება მათი შერჩევა. მასში ბევრი ახალი სიმღერა იქნება შესული, ბევრიც ძველი, მაგრამ რომელი ამას ვერ გეტყვით, საჩუქარია. ამ ალბომით მსმენელი მოისმენს ბევრ დაკარგულ სიმღერას. ალბომს რომელიმე სიმღერის სახელი ერქმევა, მაგრამ რომლის ჯერ არ ვიცი.
_ თქვენი შემოქმედებიდან რომელი სიმღერა გიყვართ ყველაზე მეტად?
_ ალბათ ჯილველოი, გელინო, ელია გოგო ელია, ერთმანეთისგან ვერ ვარჩევ, ძნელია ჩემთვის ამის თქმა. ყველა სიმღერა ჩემი შვილია. აჭარულიც მიყვარს, მრავალჟამიერიც, ხოლო სულიკოს რაც შეეხება, ამ სიმღერით დაიწყო ჩემი შესვლა ქართულ ფოლკლორში.
_ თურქეთში მყოფს გენატრებათ თუ არა საქართველო?
_ იქ მყოფს აქაურობა ძალიან მენატრება, იქ რომ ჩადიხარ არ იცი როდის მოგიწევს ისევ აქეთ ჩამოსვლა, ამიტომაც მონატრების გრძნობა ძალიან ძნელია. აქ რომ ვარ, გული იქეთ მიმიწევს, რადგან შვილები და ახლობლები მელოდებიან.
_ თქვენი შვილები თუ არიან მუსიკით დაინტერესებული?
_მე სამი ქალიშვილი მყავს, მუსიკის ნიჭი მათ გენეტიკურად აქვთ,მაგრამ მუსიკას არ სწავლობენ და არც ვაძალებ. მათ იციან ყველა სიმღერა, რომელსაც მე ვმღერი და ქართულადაც ლაპარაკობენ.
_ ამ წლების მანძილზე რა იყო ისეთი, რაც განსაკუთრებით დაგამახსოვრდათ?
_ მე როცა ჩამოვდივარ ბევრი საჩუქარი მხვდება აქ. მაგრამ ყველაზე დასამახსოვრებელი იყო ის, რომ ქალბატონმა გიული ალასანიამ დიდი საჩუქარი მომიმზადა, ანუ გავხდი საქართველოს მოქალაქე. ეხლა კი ორმაგი მოქალაქეობა მაქვს.
_ როგორ თვლით, ქართველი ხართ თუ თურქი?
_ მე ბედნიერი ვარ რომ ქართველი ვარ, მაგრამ ამავე დროს მაქვს ორი ქვეყანა, ანუ ვარ თურქეთის ქართველი მოქალაქე. თურქეთი არის ჩემი მშობლების და ჩემი გამზრდელი მიწა, ასე რომ როგორც ის მიყვარს ისე მიყვარს საქართველო, მათი ერთმანეთისგან განსხვავება მიჭირს.
_ თქვენი ქართული გვარი ცნობილია_ გუნდარიძე, სახელი გაქვთ თუ არა ქართული, თუ არა რომელს აირჩევდით?_ მეგობრებმა იციან ჩემი ქართული სახელი და არ ვახმაურებ. მე საზოგადოება ბაიარ შაჰინით მიცნობს და ასე იყოს.